წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად აღიარებული მარტინ მაკდონაჰის ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri საქართველოს კინოთეატრებში პირველი თებერვლიდან გავა.

ფილმის სიუჟეტი მილდრედ ჰეისის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის შვილიც მოკლეს, საქმე კი მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც არ გახსნილა. პოლიციის უმოქმედობის გამო, მილდრესი სამ სარეკლამო დაფაზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისადმი, რაც საბოლოოდ მისი და მთავრობის ბრძოლაში გადაიზრდება.

ფილმში მთავარ როლებს ფრენსის მაკდორმანდი, ვუდი ჰარელსონი და სემ როკველი ასრულებენ.

სწორედ მაკდონაჰის ეს ფილმი გახდა 2018 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, სემ როკველმა და ფრენსის მაკდორმანდმა კი სამსახიობო ოსტატობისთვის აიღეს იგივე ჯილდო.