აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ შონდა რაიმსი, რომელიც სერიალების Grey's Anatomy, Scandal, How to Get Away with Murder და ა.შ. ავტორია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ABC-ის ტოვებს და Netflix-ზე გადადის. აღნიშნულმა ფაქტმა ფანების შეშფოთება გამოიწვია, რასაც შონდა გამოეხმაურა.

სატელევიზიო კრიტიკოსთა ასოციაციის პრესტურზე მან განაცხადა, რომ მაყურებელი გაურკვევლობაშია და ABC-ის შოუებზე უმიზეზოდ ღელავს:

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩანთების ჩალაგებას, რამდენიმე ყუთის წაღებას და სადმე გადასვლას დათქმულ დროს. ჩვენ აქ ვართ. გვაქვს 5 შოუ და ვმუშაობთ ახალზე", - თქვა შონდამ.

რაიმსმა ფანებს გული უფრო აუჩუყა და განაცხადა რომ ეს შოუები შვილებივითაა და ის არ აპირებს შვილები მიატოვოს და სხვაგან წავიდეს.

მიუხედავად ამისა, ის უკვე თანამშრომლობს ნეტფლიქსთან და ახალი სერიალების შექმნაც აქვს გეგმაში. პარალელურად კი მუშაობს ABC-ის შოუებზე, მაგალითად წერს სკანდალის ფინალური სეზონის სცენარს.

შონდას წასვლის საკითხს ABC-ს პრეზიდენტი ჩანინგ დანგი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაყურებელი სხვადსხვა დროს სხვადასხვა პროდიუსერების წასვლას განიცდიდა, ასეა შონდას შემთხვევაშიც, თუმცა ასეთ დროს ყოველთვის ჩნდებიან ახალი ნიჭიერი ადამიანები.