დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ავსტრიის დედაქალაქ ვენის აეროპორტში ახალ ბაზას ხსნის და 17 ახალ მიმართულებას ამატებს. რომთან, დორტმუნდთან, გდანსკთან, ლარნაკასთან, თელ-ავივთან ერთად, ვიზ ეარის თვითმფრინავები, 15 ნოემბრიდან, ქუთაისის მიმართულებითაც იფრენენ.

ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი 19,99 ევროდან იწყება.