თუ იცით ვინ არის კინოს ისტორიაში ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ყველაზე ხშირად ნომინირებული მსახიობი? მართალი ხართ, ერთადერთი და განუმეორებელი მერილ სტრიპი. მსახიობი არც მეტი, არც ნაკლები, ოსკარზე 20 ჯერ (დიდი ალბათობით ეს რიცხვი წელს ერთით გაიზრდება სტივენ სპილბერგის The Post-ში შესრულებული როლისთვის), ხოლო ოქროს გლობუსზე - 31-ჯერ წარადგინეს.

როდესაც ამ რაოდენობის ნომინაციებს ფლობ, რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ რომელიმე დაგავიწყდეს კიდეც.

ზუსტად ასე დაემართა ლეგენდარულ მერილ სტრიპს, რომელმაც ჯიმი კიმელის გადაცემაში სტუმრობის დროს ვერ გაიხსენა რომელი ფილმით მიიღო ოსკარის პირველი ნომინაცია.

საკუთარ თავზე დასმულ კითხვებში ჩაჭრის გამო, მერილ სტრიპმა ჯიმი კიმელისგან სპეციალურად მისთვის დამზადებული ოსკარი საჩუქრად ვერ მიიღო.