Family Feud - ასე ჰქვია ჯეი ზის ახალი მუსიკალურ კლიპს, რომელიც მის ახალ ალბომში შევა.

სიმღერა რეპერმა ცოლთან, ბიონსესთან ერთად ჩაწერა და ის ოჯახურ თუ პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება.

ვიდეო რგოლის სიუჟეტი, რომელიც თითქმის რვა წუთი გრძელდება, მომავლში ვითარდება და მკვლელობის სცენით იწყება.

ერთ-ერთ ეპიზოდში კი, როდესაც უკვე 2050 წელია, მაგიდასთან ქალები სხედან და ამერიკის კონსტიტუციას ხელახლა წერენ.

ჯეიზის ახალი კლიპი რეჟისორმა ავა დიუვერნიმ გადაიღო და მასში ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჯესიკა ჩესტეინი, ტენდი ნიუტონი, ამერიკა ფერერა, ბრი ლარსონი, როსარიო დაუსონი, რაშიდა ჯოუნსი და მინდი კალინგი მონაწილეობენ.

კლიპში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დონალდ ტრამპმა და ადამიანებმა, რომელთა ლოზუნგი იყო - Make America Great Again [ვაქციოთ ამერიკა ისევ დიდებული] ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანეს.

რეპერი ამავე კლიპში ბიონსეს ღალატისთვის ბოდიშს უხდის.