როდესაც კლერ ფოი პირველად გამოჩნდა დედოფალ ელიზაბეტ მეორეს როლში ნეტფლიქსის The Crown-ში, მედიის ყურადღებამ მთლიანად ბუკინგემის სასახლისკენ გადაინაცვლა.

პრესას დაინტერესებული იყო იმით, უყურებენ თუ არა სამეფო ოჯახში მათზე გადაღებულ სერიალს, პირველ რიგში კი აინტერესებდათ რა რეაქცია ჰქონდა დედოფალს. საერთოდაც, ნახა კი დრამა?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმებმა სასახლის გალავანი გარღვია და მედიამდეც მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, დედოფალი ამ სერიალს უყურებდა და უფრო მეტიც, ძალიან მოსწონს მსახიობი, რომელიც მის როლს ასრულებს.

როგორც, Vogue-ს წყარო ყვება, სერიალის შესახებ დედოფალს უმცროსმა შვილმა, პრინცმა ედვარდმა და მისმა ცოლმა სოფიამ უამბეს და ელიზაბეტ მეორეს ურჩიეს ეცადა შოუს ყურება.

ცნობილია ისიც, რომ უინძორების სასახლეში სერიალების დიდი მოყვარულები ცხოვრობენ, მაგალითად ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა დაადატურეს, რომ სამეფო კარის თამაშებს უყურებენ.