კულტად ქცეული ამერიკული ფილმის, Thelma & Louise-ის მსახიობები სიუზან სარანდონი და ჯინა დევისი 27 წლის შემდეგ ისევ გამოჩნდებიან ერთად.

ამჯერად მსახიობები ბევერლი ჰილტონის სცენაზე, ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიაზე, ნომინაციის წარმდგენთა ამპლუაში მოგვევლინებიან.

სიუზანისა და ჯინას გარდა სცენიდან გამარჯვებულებს პრიზებს გალ გადოტი, პენელოპე კრუზი, კერი ვაშინგტონი, ემი პოლერი, სეთ როგანი, კრის ჰემსვორტი, იზაბელ იუპერი, სარა ჯესიკა პარკერი, ჰიუ გრანტი, ჰოლი ბერი, შერონ სტოუნი, ალისია ვიკანდერი, რიკი მარტინი, ემა უოტსონი, დარენ კრისი, ჯეი ქეი სიმონსი, შირლი მაკკლეინი, ნილ პატრიკ ჰარისი, ანჯელინა ჯოლი, ჯენიფერ ენისტონი, კიტ ჰარინგტონი, ემილია კლარკი, ჰელენ მირენი, ვაიოლა დევისი, რიზ უიზერსპუნი, ოქტავია სპენსერი, დუეინ ჯონსონი, მაიკლ კიტონი, სელმა ჰაიეკი, სარა პოლსონი, ზაკ ეფრონი, ნატალი პორტმანი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ჯესიკა ჩესტეინი, მერაია ქერი და ემა სტოუნი გადასცემენ.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას, რომელიც 7 იანვარს გაიმართება, წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.