სერიალი ფარგო FX-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია. მისი პრემიერა არხზე 2014 წელს შედგა და მაყურებლისა თუ კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

შოუს მესამე სეზონი არხზე 2017 წლის ზაფხულში დასრულდა და მთავარი როლის შემსრულებლებმა ოქროს გლობუსის ნომინაციებსაც გამოჰკრეს ხელი.

სერიალის შემქმნელმა, ნოა ჰოულიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ FX-ისთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სერიალის მეოთხე სეზონთან დაკავშირებით.

განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით FX-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა გააკეთა:

"იდეები გვაქვს თუმცა უნდა გითხრათ, რომ ახალი სეზონი, დიდი ალბათობით, 2019 წლამდე არ გამოვა", - უთხრა ჯონ ლანდგრაფმა ჟურნალისტებს.

2019 წელს ფარგოს გარდა ეკრანზე HBO-ს სერიალი, სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონიც გამოდის.