როგორ დახარჯავს 400 ათას დოლარზე მეტს უსახლკარო, რომელიც უცნობ ქალს $20-ით დაეხმარა
განახლება: ისტორია, რომლის საფუძველზეც უსახლკაროს $400 ათასი შეუგროვეს, გამოგონილი აღმოჩნდა
ნოემბერში უსახლკარო ჯონიზე გიყვებოდით, რომელიც უცნობ ქალს უკანასკნელი $20-ით დაეხმარა და სანაცვლოდ მას GoFundMe-ზე ასობით ათასი დოლარი შეუგროვეს.
ბოლო ინფორმაციით, ჯონისთვის 14 347-მა უცნობმა 402 706 აშშ დოლარი მოიძია და რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყენებს ის ამ თანხას.
კეიტ მაკლური ის უცნობი ქალია, რომელსაც ჯონი რამდენიმე თვის წინ უანგაროდ დაეხმარა და სწორედ მან წამოიწყო ჯონის დასახმარებელი კამპანია. ოდესღაც უსახლკარო ჯონი ახლა გასათენებელ ჭერს აღარ ეძებს და უცნობი ქალი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.
როგორც კეიტი საიტზე წერს, ჯონი პირველ რიგში ახალი სახლის ყიდვას აპირებს, შემდეგ კი საოცნებო მანქანას, 1999 წლის ფორდ რეინჯერს შეიძენს.
ჯონიმ უკვე დაიქირავა ადვოკატი და ფინანსური მრჩეველი, რომლებიც მას ფულის სწორად განაწილებაში დაეხმარებიან. ის ყოველთვიურად მიიღებს მისთვის შეგროვებული თანხიდან ნაწილს, თუმცა ის სამსახურის პოვნასაც აპირებს.
კეიტის სიტყვებით, ოდესღაც უსახლკარო ჯონი იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომლებიც მას მძიმე წლებში მარტო არ ტოვებდნენ. მან რამდენიმე ორგანიზაციასაც შესწირა გარკვეული თანხა. კეიტის თქმით, დანარჩენი თანხის განაწილება ჯონის პირადი საქმეა და მას მეტის გასაჯაროება არ სურს.
უსახლკაროს ამბავი, რომელიც უცნობ ქალს უკანასკნელი $20-ით დაეხმარა
როცა ოქტომბრის გვიან ღამეს კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა, მას უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით წასვლა მოუწია. თუმცა იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარო კაცმა მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და შესთავაზა, რომ საწვავს თავად მოუტანდა.
მაკლურის თქმით, უსახლკარომ, სახელად ჯონიმ, მას თავისი უკანასკნელი 20 დოლარით საწვავი უყიდა და მოუტანა, მას კი უკან მისაცემად ნაღდი ფული არ ჰქოდა. მან გადაწყვიტა, რომ ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნებაში დახმარებოდა.
მეორე დღეს მაკლური და მისი შეყვარებული უსახლკაროსთან მივიდნენ, ფული დაუბრუნეს და ესაუბრნენ. ამის შემდეგ, ისინი უცნობის სანახავად ხშირად მიდიოდნენ, ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ მის შესახებ GoFundMe-ზე დაეწერათ:
"მინდა, რომ რამე კარგი გავაკეთო ამ უანგარო კაცისთვის, რომელიც მე ასე დამეხმარა. მასთან საუბარი მარწმუნებს, რომ ის ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს".
თავდაპირველად უსახლკაროსთვის გამიზნული იყო 10 000 დოლარის შეგროვება, თუმცა საბოლოოდ, 14 347-მა უცნობმა ადამიანმა მისთვის 16 დღეში $402 706 შეაგროვა.
მაკლურის თქმით, უსახლკარო, რომლის ცხოვრებაც რამდენიმე დღეში შეიცვალა, ყოველ ღამით მშვიდ ძილს იმსახურებს და მას მუშაობის დაწყება ძალიან უნდა.
სანამ უსახლკარო გახდებოდა, ჯონი, მეხანძრედ და ექიმების დამხმარედ მუშაობდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები