ცნობილმა გამოცემამ The Playlist 2017 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა, რომელთა შორისაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახიც მოხვდა.

ნანასა და სიმონის გარდა წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანდრეი ზვიაგინცევის Loveless, რობინ კამპილოს BPM, ნოა ბაუმბაჰის The Meyerowitz Stories და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩემი ბედნიერი ოჯახი ამერიკულმა გამოცემამ, The Wrap წლის 12 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა, ია შუღლიაშვილის თამაშს კი გამოცემამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება უწოდა.

წლის საუკეთესო ფილმებს შოსორის ამავე გამოცემამ ისეთი კინოსურათები დაასახელა, როგორებიც არის - Dunkirk, Get Out, The Shape of Water, Lady Bird, Call Me By Your Name და ა.შ.

ჩემი ბედნიერი ოჯახი ერთaდერთი ქართული ფილმია, რომლის დისტრიბუციის უფლებაც ნეტფლიქსმა შეიძინა.

უფრო ვრცლად: ჩემი ბედნიერი ოჯახი.