ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის ნომინაციების წარმდგენთა პირველი, მეორე და მესამე ნაწილი უკვე წარადგინა.

როგორც ცნობილი გახდა, ბევერლი ჰილტონის სცენიდან გამარჯვებულებს პრიზებს გალ გადოტი, პენელოპე კრუზი, კერი ვაშინგტონი, ემი პოლერი, სეთ როგანი, კრის ჰემსვორტი, იზაბელ იუპერი, სარა ჯესიკა პარკერი, ჰიუ გრანტი, ჰოლი ბერი, შერონ სტოუნი, ალისია ვიკანდერი, რიკი მარტინი, ემა უოტსონი, დარენ კრისი, ჯეი ქეი სიმონსი, შირლი მაკკლეინი, ნილ პატრიკ ჰარისი, ანჯელინა ჯოლი, ჯენიფერ ენისტონი, კიტ ჰარინგტონი, ემილია კლარკი, ჰელენ მირენი და ამა სტოუნი გადასცემენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ გადასცემს საპატიო ჯილდოს ოპრა უინფრის, რომელიც სესილი დემილის სახელობის გლობუსის 2018 წლის ლაურეტია, თუმცა რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ნომინაციების წარმდგენთა კიდევ ერთი ნაწილი.

ბევერლი ჰილტონის სცენაზე ვიხილავთ - ვაიოლა დევისს, რიზ უიზერსპუნს, ოქტავია სპენსერს, დუეინ ჯონსონს, მაიკლ კიტონსა და სელმა ჰაიეკს.

გუშინ ღამე ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსისთვის მზადება საბოლოო ფაზაში შევიდა, წამყვანმა და ორგანიზატორებმა წითელი ხალიჩა გაშალეს.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას, რომელიც 7 იანვარს გაიმართება, წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.