მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Walt Disney-მ 21st Century Fox-ის აქტივები $52,4 მილიარდად შეისყიდა, შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო ინდუსტრიაში დიდი ცვლილებების დრო დადგა.

მაგალითად, დისნეი უკვე ფლობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკაბელო ტელეარხის, Hulu-ს აქციათა 30 პროცენტს, დანარჩენ აქციებს კი Fox და NBC ინაწილებენ. სწორედ ამ აქციათა გადანაწილების გამო, Hulu-მ უარი თქვა HBO-სთან და ნეტფლიქსთან პარტნიორობაზე და თავის პროდუქციაზე დისტრიბუციის სრული უფლება დისნეის გადასცა. აღსანიშნავია, რომ დისნეი აქამდე უკვე ფლობდა რამდენიმე მსხვილი კორპორაციის სატელევიზიო შოუებისა თუ ფილმების დისტრიბუციის უფლებას, მათ შორის ABC-ისა და CBS-ის პროდუქციის.

როგორც აღმოჩნდა, ცვლილებებით უკმაყოფილოა FX-ის სცენარისტი და შოუების შემქმნელი რაიან მერფიც, რომელიც ამბობს, რომ ის სერიალებს დისნეისთვის არ ქმნის.

"ვთვლი, რომ ის რასაც მე ვაკეთებ დისნეისთვის არ არის. ძალიან მწყდება გული, რადგან FOX-ში გავიზარდე, 15 წელია აქ ვარ, აქ ჩამოვყალიბდი როგორც სცენარისტი, რეჟისორი და ჯერ-ჯერობით არ ვიცი რას ვიზამ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. დისნეის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მათ დიდი ინდუსტრია აქვთ გაერთიანებული, რომელსაც თავისი წესები აქვს, მე მზად ვარ მოვიცადო და დაველოდო რა მოხდება", - ამბობს მერფი.

მიუხედავად იმისა, რომ მერფის არ დაუკონკრეტებია თუ რა გეგმები აქვს, სხვადასხვა გამოცემები ვარაუდობენ, რომ ის დიდი ალბათობით HBO-ზე გადავა სამუშაოდ, რადგან ამ არხისთვის მან უკვე შექმნა ემის მფლობელი სატელევიზიო ფილმი ნორმალური გული. ამბობენ იმასაც, რომ მერფი პროექტები ახალ ბინას ნეტფლიქსზე დაიდებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ნეტფლიქსზე ABC-ის ლეგენდარულ სცენარისტი, შონდა რაიმსიც გადავიდა.