HBO-მ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სამეფო კარის თამაშების ფინალური, მერვე სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა.

როგორც მანამდე სხვადასხვა წყაროები წერდნენ, სერიალის ფინალური სეზონი ძალიან მასშტაბურია, შესბამისად სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დასკვნით ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ 2019 წელს ვნახავთ. ამავე ვარაუდებს თავად შოუს შემქმენელებიც გამოთქვამდნენ და ამბობდნენ, რომ მერვე სეზონის მსგავსი სანახაობა ტელევიზიის ისტორიას არ ახსოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, სხვადასხვა წყაროები უკვე წერენ, რომ შესაძლოა არხმა მაყურებელს შოუს ფინალი პირდაპირ 2019 წლის პირველ იანვარს შესთავაზოს, ან უარესი - 31 დეკემბერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინალურ სეზონში წინა ნაწილებისგან განსხვავებით უფრო ხანგრძლვი, თუმცა მხოლოდ ექვსი ეპიზოდი იქნება.