Time’s Up [დრო ამოიწურა] ასე ჰქვია ათასი ჰოლივუდელი ქალის მოძრაობას, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძოლებს.

როგორც მოძრაობის ოფიციალურ გვერდზე წერია, მათი მთავარი მისია ყველა იმ ადამიანის დახმარებაა, რომელიც ერთხელ მაინც გამხადარა სექსუალური შევიწროვების ან ძალადობის მსხვერპლი.

"ძვირფასო დებო", - ასე იწყება მოძრაობის მიმართვა, რომელშიც კინოს, ტელევიზიისა და შოუბიზნესში მოღვაზე ყველაზე გავლენიანი ქალები გაერთიანდნენ, მათ შორის არიან: ქეით ბლანშეტი, შონდა რაიმსი, მერილ სტრიპი, რიზ უიზერსპუნი, ოპრა უინფრი, ემა უოტსონი, ემა სტოუნი, ჯესიკა ჩესტეინი, ჯულია რობერტსი, ტეილორ სვიფტი, ემი პოლერი, ემი შუმერი, ენ ჰეთეუეი, ბრი ლარსონი, შარლიზ ტერონი, ელენ პომპეო, ემილი ბლანტი, ნიკოლ კიდმანი, ევა ლონგორია, ფელისიტი ჰოფმანი, გვინეტ პელტროუ, ჰოლი ბერი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯულიანა მური, ოლივია მუნი, რუთ ნეგა, სარა ჯესიკა პარკერი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ათასმა ჰოლივუდელმა ერთად ჩამოაყალიბა, მათი რიცხვი ყოველდღიურად იმატებს, მაგალითად ახლახანს მათ რიგებს შეუერთდნენ - ვაიოლა დევისი, ლინა ჰიდი, დებრა მესინგი, ჯენიფერ გარნერი და სხვები.

ორგანიზაციის დამფუძნებლებლებმა მოძრაობის განსავითარებლად უკვე შეაგროვეს $15 მილიონი დოლარი, რომელსაც ისინი ქალთა უფლებების დასაცავად და სხვერპლი ქალების დასახმარებლად გამოიყენებენ.

Time’s Up-ის ერთ-ერთი პირველი აქტივობა 21 იანვარს არის დაგეგმილი. ჰოლივუდელი ქალები სრული შემადგენლობით შეუერთდებიან მილიონი ქალის მარშს, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.