ლეგენდარული სცენარისტი შონდა რაიმსი ტრადიციას არ ღალატობს და თავისი სერიალის მაყურებლებს გამუდმებით ანებივრებს.

მაგალითად გასულ ღამეს, რაიმსმა ოფიციალურად დაადასუტურა, რომ გაზაფხულზე მისი ორი სერიალის Scandal-ისა და How to Get Away With Murder-ის ორი მთავარი პერსონაჟი ოლივია პოული (კერი ვაშინგტონი) და ანალაიზ კიტინგი (ვაიოლა დევისი) ერთმანეთს შეხვედროდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ABC-ის ორი რეიტინგული სერიალი ერთ ეპიზოდში გადაიკვეთება.

თუმცა მანამ, სანამ ამ ინფორმაციას თავად სცენარისტი და პროდიუსერი, შონდა რაიმსი გაახმაურებდა, ვაიოლა დევისმა და კერი ვაშინგტონმა ინფორმაცია საკუთარ ინსტაგრამზე გაავრცელეს.

მსახიობებმა ფოტოები ერთმანეთის სამუშაო გარემოში გადაიღეს.

Hey Ms @violadavis ❤️ check it out. This spot look familiar?! Where are you?

A post shared by Kerry Washington (@kerrywashington) on

Hey @KerryWashington, guess where I am?!

A post shared by Viola Davis (@violadavis) on

შეგახსენებთ, რომ რაიმსის სერიალი, სკანდალი, მეშვიდე სეზონის შემდეგ მაყურებელს დაემშვიდობება.

რაც შეეხება How to Get Away With Murder-ს, ამჯერად ABC-ის ეთერში მეოთხე სეზონი გადის.