ახალი კანონით, კაცებისთვის ქალებზე მეტი ხელფასი თანაბარ სამუშაოზე არალეგალური გახდა. ახალი კანონი ძალაში 2018 წლის პირველივე დღეს შევიდა.

ამ ნაბიჯით, ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება ექნებათ.

ახალი კანონის მიხედვით, კომპანიები და სამთავრობო სააგენტოები, სადაც მინიმუმ 25 ადამიანია დასაქმებული, ვალდებულები ხდებიან თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა დაარეგულირონ.

დამსაქმებლებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ისლანდიის ქალთა უფლებების ასოციაციის გუნდის წარმომადგენელმა ალ-ჯაზირას უთხრა, რომ ცვლილების განხორციელებისთანავე, კომპანიები და ორგანიზაციები სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც პროცესის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.