მას შემდეგ რაც ABC-იმ კინოსამყაროს უდიდესი მოვლენის, ოსკარის პირველი ოფიციალური პრომო გაავრცელა, საოსკარე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და კინოაკადემიის ინსტაგრამზე წამყვანის, ჯიმი კიმელის მონაწილეობით პირველი ოფიციალური ვიდეო რგოლიც გავრცელდა.

წამყვანმა და კინოაკადემიამ ოსკარის რამდენიმე ახალი პრომო გაავრცელა.

ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ნომინატებს 2018 წლის 23 იანვარს გამოაცხადებენ, ცერემონია კი 4 მარტს გაიმართება.