ჰოლივუდში ეკრანს მიღმა თუ ეკრანზე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი ქალებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

უფლებებისთვის ბრძოლას დროებით რომ შევეშვათ, ამჯერად ქალებმა ჰოლივუდის შემოსავლებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.

დეიზი რიდლი, გალ გადოტი და ემა უოტსონი ის სამი ქალი აღმოჩნდა, რომლებმაც ჰოლივუდის მავნე ტრადიციას გაგრძელების საშუალება არ მისცეს და მოახერხეს, რომ შემოსავლების ლიდერი ფილმები შეექმნათ.

Box Office Madness-სა და Box Office Mojo-ს მიხედვით, 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში, 60 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა ერთდროულად რამდენიმე კინოსურათი, სადაც მთავარი პერსონაჟები ქალები არიან.

შემოსავლების ლიდერი ათეული ასე გამოიყურება:

1. Beauty and the Beast
2. The Fate of the Furious
3. Star Wars: The Last Jedi
4. Despicable Me 3
5. Spider-Man: Homecoming
6. Wolf Warrior 2
7.Guardians of the Galaxy Vol. 2
8. Thor: Ragnarok
9. Wonder Woman
10. Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales

როგორც ხედავთ, ემა უოტსონის ლამაზმანი და ურჩხული 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში პირველ ადგილზეც კი მოხვდა, რაც კინოს ისტორიაში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

კინოინდუსტრიაში 1958 წელი იყო უკანასკნელი, როდესაც მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში მთავარი ქალი პერსონაჟებით გადაღებული რამდენიმე ფილმი ერთდროულად მოხვდა. ამ წელს კინოსტუდიებმა South Pacific-ის (მთავარ როლში - მიტზი გეინორი), Auntie Mame-ის (მთავარ როლში - როზალინდ რასელი) და Cat on a Hot Tin Roof-ის (მთავარ როლში - ელიზაბეტ ტეილორი) წყალობით საკმაოდ მაღალი მოგება მიიღეს.

რაც შეეხება 2018 წელს, თუ სამომავლო პროექტებს გადავხედავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი წელი იმ ფილმებისთვის, სადაც მთვარი პერსონაჟები ქალები არიან, ასევე საკმაოდ მომგებიანი იქნება.