მსახიობმა ჯილიან ანდერსონმა დაადასტურა, რომ სერიალ საიდუმლო მასალების დატოვებას აპირებს.

"მეთერთმეტე სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება, ჩემი პერსონაჟი გედის სიმღერას შეასრულებს და სამუდამოდ გამოემშვიდობება მაყურებელს. ამას ჩემთვის ვაკეთებ, მინდა რაღაც განსხვავებულისთვისაც გამოვნახო დრო", - ამბობს მსახიობი.

საიდუმლო მასალები მეთერთმეტე სეზონით ეთერში 2018 წელს დაბრუნდება.

როგორც Fox-ის პრეზიდენტი დეივიდ მადენი ამბობს, ახალი სეზონი კიდევ უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება.

ახალი სეზონის გადაღებები ვანკუვერში მიმდინარეობს.