ევროვიზია 2018-ზე საქართველოს სახელით ჯგუფი ირიაო გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ჯგუფი ასრულებს მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი.

მალაზონია 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი.

ევროპული მუსიკის კონკურსი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება.