ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გუშინ ოქროს გლობუსის ნომინაციების წარმდგენთა პირველი ნაწილი წარადგინა.

როგორც ცნობილი გახდა, ბევერლი ჰილტონის სცენიდან გამარჯვებულებს პრიზებს გალ გადოტი, პენელოპე კრუზი, კერი ვაშინგტონი, ემი პოლერი და სეთ როგანი გადასცემენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ გადასცემს საპატიო ჯილდოს ოპრა უინფრის, რომელიც სესილი დემილის სახელობის გლობუსის 2018 წლის ლაურეტია, თუმცა რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ნომინაციების წარმდგენთა კიდევ ერთი ნაწილი.

ბევერლი ჰილტონის სცენაზე ვიხილავთ კრის ჰემსვორტს, იზაბელ იუპერს, სარა ჯესიკა პარკერს, ჰიუ გრანტს, ჰოლი ბერის, შერონ სტოუნს, ალისია ვიკანდერს, რიკი მარტინს, ემა უოტსონს, დარენ კრისს, ჯეი ქეი სიმონსს, შირლი მაკკლეინს ნილ პატრიკ ჰარისს და ა.შ.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას, რომელიც 7 იანვარს გაიამრთება, წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.