თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის საფასური გაიზარდა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს, 28 დეკემბერს სხდომაზე მიიღო. გაზრდილი ტარიფი მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

წყლის ახალი ტარიფი

თბილისის მოსახლეობა - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აბონენტები

  • გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1მ3-ის ღირებულება 26,6 თეთრიდან 32,9 თეთრამდე გაიზარდა (ზრდა 6,4 თეთრი);
  • გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 3,147 ლარიდან 3,892 ლარამდე (ზრდა 74,5 თეთრი).

რუსთავის მოსახლეობა - რუსთავის წყლის აბონენტები

  • გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი (1მ3 - 40,5 თეთრი) უცვლელი დარჩა;
  • გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 2,201 ლარიდან 2,281 ლარამდე (ზრდა 80 თეთრი).

მცხეთის მოსახლეობა - მცხეთის წყლის აბონენტები

  • გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1მ3-ის ღირებულება 20,4 თეთრიდან 32,9 თეთრამდე გაიზარდა (ზრდა 12,5 თეთრი);
  • გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 2,402 ლარიდან 3,888 ლარამდე (ზრდა 1ლარი და 48,6 თეთრი).