ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტები ახალი წლიდან დენზე გაზრდილ ტარიფს გადაიხდიან. ტარიფის საშუალოდ ერთი თეთრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს, 27 დეკემბერს, სხდომაზე მიიღო.

ცვლილების შემდეგ საყოფაცხოვრებო ტარიფები ასე გადანაწილდა:

  • 101-კვ/სთ-მდე - 14,237 თეთრი;
  • 101 კვ/სთ-დან 301 კვ/სთ-მდე - 18,213 თეთრი;
  • 301 კვ/სთ-ზე მეტი - 22,733 თეთრი.

დღევანდელ სხდომაზევე მიიღო სემეკმა თელასის აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.