პირველი იანვრიდან თელასის აბონენტებს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ელექტროენერგიაზე გადასახადი 1,56 თეთრით ეზრდებათ. ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს, 27 დეკემებერს მიიღო.

სემეკის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად ტარიფები ასე გადანაწილდა:

  • 101-კვ/სთ-მდე - 14,544 თეთრი;
  • 101 კვ/სთ-დან 301 კვ/სთ-მდე - 18,556 თეთრი;
  • 301 კვ/სთ-ზე მეტი - 23,04 თეთრი.

შეცვლილი ტარიფი სამი წლის განმავლობაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, სემეკმა ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს.

თელასის კომერციული დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ სემეკის მიერ დაწესებული ახალი ტარიფი კომპანიის სტაბილური მუშაობის საშუალებას იძლევა, თუმცა მისი თქმით სემეკმა კომპანიის ხარჯები არ გაითვალისწინა.