ახალი წელი სავსეა გამორჩეული თავგადასავლებითა და დაუჯერებელი ამბებით. სწორედ ამით განსხვავდება ეს პერიოდი წლის სხვა დროებისაგან.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ამბავი კითხვის მოყვარულებს 27 დეკემბერს, ზუსტად 18:00 საათზე ელით, როდესაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა პირველ 500 მკითხველს ბესტსელერებით დაასაჩუქრებს.

ასე რომ, სანამ 31 დეკემბრის ღამეს საათი 12-ჯერ ჩამჰოკრავს, აუცილებლად გამონახეთ დრო საახალწლო ისტორიებისთვის. ვინ იცის, იქნებ შემდეგი წელი თქვენთვისაც ზღაპრული წიგნის სიუჟეტს დაემსგავსოს.