2017 წლის 16 ნოემბერს კინოეკრანზე რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერი წიგნის "საოცრების" ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ჯეიკობ თრამბლი და ოუენ უილსონი ასრულებენ.

ვისაც "საოცრება" წაგიკითხავთ, აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, გულისამაჩუყებელი და გმირული ამბავია, ერთ საოცარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც პატარა ასაკში ისეთ პრობლემას აწყდებიან და ჭრიან, რომელსაც ბევრი ზრდასრული ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ვერ ლახავს.

როგორც ჩანს ავგისა და მისი ოჯახის ისტორიამ დიდი გავლენა იქონია ფეხბურთელ დევიდ ბექჰემსა და მსახიობ ემა უოტსონზე, რომლებმაც 2017 წლის ერთ-ერთ ფავორიტ ფილმად სწორედ ეს კინოსურათი დაასახელეს.

დევიდმა საკუთარი ინსტაგრამის სთორიში ფილმის კადრები დადო და აღწერაც გაუკეთა, სადაც ამბობდა, რომ "საოცრებამ" მასზე და მის ოჯახზე ძალიან დიდი, ემოციური გავლენა მოახდინა.

რაც შეეხება ემას, ფილმის შესახებ პოსტი მან საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა და კინოსურათის ყურება ყველას ურჩია.

ფილმმა დადებითი გამოხმაურება მოიპოვა კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებშიც.

ეკრანიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა წიგნის ავტორმაც.

"ძალიან კარგი ფილმია, არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, მუსიკით, გარემოთი და ა.შ. არაჩვეულებრივია ჯულია რობერტსიც დედის როლში და არ დავმალავ, პირდაპირ გეტყვით, რომ კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ, უფრო მეტიც, დღემდე მასზე ვფიქრობ, მგონია რომ ჯულიას დამსახურებაა ის, რომ ეს ფილმი აუცილებლად შედგება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფილმის ყურების დროს მთელ ყურადღებას არა ავგუსტზე, არამედ დედის პერსონაჟზე გავაკეთებდი, მაგრამ რობერტსი ახერებს, რომ მთელი ჩემი ყურადღება მისკენ იყოს მიმართული. აღფრთოვენებული ვარ მენდი პატინკინითა და ვიას როლის შემსრულებლებითაც. რა თქმა უნდა ჯეიკობ თრამბლი, როგორც ყოველთვის, აქაც ბრყწყინავს.", - ამბობს ფილმის ავტორი რ.ჯ. პალაციო.

რაც შეეხება შემოსავალს, ფილმმა გაქირავებაში ამ ეტაპისთვის $174 მილიონზე მეტი დააგროვა.