საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. დაჯილდოება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

6 დეკემბერს აშშ-ში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში სამივე ცდით საბოლოოდ 220 კილოგრამი დააფიქსირა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ამავე წლის აპრილში დაამყარა.

მანამდე, 5 ნოემბერს, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.