ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებაში მხარდაჭერისათვის, იმის მიუხედავად, რომ გაერომ დაგმო აღნიშნული ნაბიჯი.

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპსა და ელჩ [ნიკი] ჰეილის ისრაელისა და სიმართლის გვერდით დგომისთვის. საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს", - დაწერა ნეთანიაჰუმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

გუშინ, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ დაგმო., 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ. ხოლო, 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.

აშშ-ის ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი ორგანიზაციასა და მსოფლიოს დაფინასების შეწყვეტით ემუქრებოდა. ჰეილის თქმით, შედეგის მიუხედავად, აშშ თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში მაინც გადაიტანს.

აშშ-სთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ისრაელმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ტოგო და ტონგამ, პალაუმ, მარშალის კუნძულებმა, გვატემალამ და ჰონდურასმა.