საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა თბილისსა და გარდაბანში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ამზადებდნენ სარეცხი საშუალებებს - "ABC", "პერსილი", "არიელი", "კალგონი", "ფეირი", "ფენა", "გუტა" და "დომესტოსი".

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.