კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში, საერთო ჯამში, სეპარატისტები ლიდერობენ
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერთიანობის მომხრე პარტიამ, მოქალაქეები, მიიღო, კატალონიის პარლამენტში ადგილების უმრავლესობას სეპარატისტულად განწყობილი პარტიები მიიღებენ. 21 დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს როგორც სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა, ასევე, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც კატალონიისთვის ფართო ავტონომიას ემხრობიან და არ სურთ ესპანეთისგან მისი გამოყოფა.
ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 99 პროცენტი. ბოლო მონაცემებით, უმრავლესობას, 70 სადეპუტატო მანდატს, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები მიიღებენ. სულ, კატალონიის პარლამენტში 135 სადეპუტატო ადგილია.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები, გაერთიანების შემთხვევაში, უმრავლესობის ფორმირებას შეძლებენ თუმცა, ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიამ, მოქალაქეები, როგორც ცალკე აღებულმა პარტიამ, ყველაზე მეტი, ხმათა 25 პროცენტი მიიღო და შესაბამისად, 36 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. კატალონიის კანონმდებლობით, სწორედ პირველ ადგილზე გასული პარტია შეეცდება მთავრობის ფორმირებას თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, რთული და დროში გაწელილი პროცესი იქნება.
თანამდებობიდან გათავისუფლებული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გამოეხმაურა ჩატარებულ არჩევნებს და განაცხადა, რომ "ეს დამოუკიდებლობის მომხრეთა უპირობო გამარჯვებაა, რომელშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. კატალონიებმა მოიპოვეს უფლება, იყვნენ დამოიკიდებლები"
ევროპარლამენტში გამოსვლისას პუჩდემონმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ ხოლო, ესპანეთის სახელმწიფო კი დამარცხდა.
თავის მხრივ, ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები და მისი შედეგები ვერ შეცვლის ევროკავშირს ქვეყნების ოფიციალურ პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.
"კატალონიის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და არერთხელ გაჟღერდა ყველა დონეზე. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება", - თქვა ევროკომიის პრეს-სპიკერმა ალექსანდრ ვინტერშტენმა.
აქტივობამ კატალონიის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულ - 80-პროცენტიან ნიშნულს მიაღწია. პირველ ადგილზე გავიდა პროესპანეური პარტია მოქალაქეები, ხოლო მეორეზე კატალონიელი მემარცხენეები, პუჩდემონის პარტია ამ წუთის მონაცემებით მესამე ადგილზე გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ხმა და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების უფლება ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიამ მიიღო, სეპარატისტული პარტიების გაერთიანების შემთხვევაში, ისინი ამ უპირატესობას დაკარგავენ.
არჩევნებს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, მას შემდეგ რაც, 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომია გააუქმა და რეგიონში პირდაპირი მმართველობის წესი შემოიღო. უფრო მეტი კატალონიის კრიზისზე გაიგეთ აქ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები