საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იერუსალიმის საკითხზე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს:

"ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური თემა. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას".

დღეს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილავენ აშშ-ს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას, რომელიც ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხება. დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ და ამ დრომდე სარგებლობენ აშშ-ს ფინანსური დახმარებით.

აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალად 4 დეკემბერს გამოაცხადა. ამასთანავე, ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა დაავალა. გადაწყვეტილებას გაეროს წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა დაუპირპირდა, მათ შორის, მთელი არაბული სამყაროც.