ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე ქართული წიგნის ერონვული ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების წერილით კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართა. მიზეზად კი, პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბაზრობისთვის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.

"შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე", - ნათქვამია დეა მეტრეველის განცხადებაში.

დეა მეტრეველმა მინისტრს წერილით მიმართა და სთხოვა, პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. თხოვნის არდაკმაყოფილების შემთვევაში კი, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც, მისი თქმით, დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარკამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), მიზანშეწონილია, გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი, როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ოქტომბრის ბაზრობისთვის საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ბაზრობისთვის მოსამზადებლად კი კულტურის სამინისსტროს მიერ 2014 წელს წიგნის ეროვნული ცენტრი შეიქმნა, რომელიც ბაზრობისთვის მოსამზადებელ პროგრამას ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, პროგრამის კურატორად დაინიშნა მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი და კომისრად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფრანკფურტში ჩვენი რეპრეზენტატორი იქნება.

როგორც On.ge-ს ცენტრის პრესსამსახურმა უთხრა, იქიდან გამომდინარე, რომ დაგეგმლი სამუშაოებთან დაკავშირებით ცენტრი აღარ იღებს გადაწყვეტილებას, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები უნდა ასრულოს იმ ჯგუფმა, სადაც ის მუშაობს:

"ერთის მხრივ, ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, მაგრამ ცენტრს მაინც სთხოვენ, რომ მაინც აწარმოოს ხელმოწერები და ფინანსური, სამართლებრივი დოკუმენტების გაფორმება, რაც გადაწყვეტილების მიმღებს ეკუთვნის, პროექტის ხელმძღვანელს".

როგორც რუსთავი 2-თან ინტერვიუში მიხეილ გიორგაძემ თქვა, ფრანკფურტის პროექტის ხელმძღვანელი ახლა არის მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ყველა სამუშაო პროცესს კოორდინირებს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ დეა მეტრეველის მიერ წამოყენებული პირობები მათთვის მიუღებელია:

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრად წარდგენა გულისხმობს არა მხოლოდ ლიტერატურულ პროგრამას, არამედ კულტურულ პროგრამას, სხვადასხვა ლოჯისტიკურ საკითხს, რომელსზეც თვითონ სსიპი არის პასუხისმგებელი, შესყიდვებზე, ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხზე. გარდა ამ ლიტერატურული პროგრამისა, რომლითაც წარდგება საქართველო არის კიდევ ათეულობით სხვა ღონისძიება".

პრესსამსახურის განმარტებით, თავის დროზე წიგნის ეროვნული ცენტრი იმ პირობით შეიქმნა, რომ აეღო პასუხისმგებლო აბსოლუტურად ყველა იმ პროცესზე, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და მის მოსამზადებელ სამუშაოებთან არის დაკავშირბეული.

მიხეილ გიორგაძე ცენტრის თანამშრომლებს 19 დეკემბერს შეხვდა. მისი თქმით, თუ შეხვედრის შემდგე მეტრეველი თავის პოზიციას არ შეცვლის, ის იძულებული იქნება, გათავისუფლების განცხადებას ხელი მოაწეროს. ჯერჯერობით, განცხადებაზე არ არის ხელი მოწერილი და ის ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციას. ასევე, უცნობია, შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს მიხეილ გიორგაძე და დეა მეტრეველი.

წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებას გაემოეხმაურა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო:

"ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას".

საბჭოს თქმით, დარჩენილ მოკლე პერიოდში მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციის თქმით, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიაჩნიათ:

"ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება".

ისინი მოითხოვენ, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი სამუშაო პროცესი შეიქმნას.