წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ღია წერილი
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ღია წერილით მიმართავს პრეზიდდენტს, პრემიერ-მინისტრსა და კულტურის მინისტრს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება, თუ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი თანამდებობას დატოვებს.
ღია წერილს ხელს აწერს 60-ზე მეტი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი. მათი აზრით, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელი იქნება.
გთავაზობთ ღია წერილს:
"საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოს პრემიერმინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს,
მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების
ღია წერილი
მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის მიზეზები და გარემოებები, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რომ უბიძგა.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩვენი ქვეყნისთვის რთული და საპასუხისმგებლო პროექტია. შექმნილი ვითარება კი უპირობოდ აფერხებს ამ პროექტის მზადების პროცესს. უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მთელ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმია, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა კი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, მსოფლიო საზოგადოებას საუკეთესო კუთხით გააცნოს საკუთარი თავი.
ვითვალისწინებთ რა პროექტის სახელმწიფო მნიშვნელობასა და მის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს, მოვითხოვთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი სამუშაო პროცესის ხელშეწყობას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს. დაინტერესებული ჯგუფი კი კულტურის მინისტრს შეგვახვედროთ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად".
დოკუმენტს ხელს აწერენ:
- ბაჩო კვირტია, მწერალი;
- ბელა ჩეკურიშვილი, მწერალი;
- ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი;
- ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი;
- იოანე ფეზუაშვილი, მწერალი;
- მაკა ლდოკონენი, მწერალი;
- თამთა მელაშვილი, მწერალი;
- არჩილ ქიქოძე, მწერალი;
- ნინო ხარატიშვილი, მწერალი;
- ნატო ინგოროყვა, მწერალი;
- თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი;
- ნინო სადღობელაშვილი, მწერალი;
- შოთა იათაშვილი, პოეტი;
- დავით გორგილაძე, მწერალი;
- ბექა ქურხული, მწერალი;
- ირაკლი ლომოური, მწერალი;
- რუსუდან მოსიძე, გამომცემელი
- ბონდო მაცაბერიძე, გამომცემელი;
- ერეკლე დეისაძე, მწერალი;
- დიანა ანფიმიადი, პოეტი;
- რუსუდან რუხაძე, მწერალი;
- თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი;
- სალომე ბენიძე, მწერალი;
- თინა მამულაშვილი, გამომცემელი;
- ზურა აბაშიძე, მწერალი;
- ანი კოპალიანი, მთარგმნელი;
- ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი;
- რატი ამაღლობელი, პოეტი;
- ხათუნა თავდგირიძე, მწერალი;
- დავით გაბუნია, მწერალი;
- ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი;
- მაიკო კუდავა, გამომცემელი;
- ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი;
- მარიამ კორინთელი, გამომცემელი;
- ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი;
- ნინო თარხან-მოურავი, გამომცემელი;
- გურამ მაცხონაშვილი, მწერალი;
- გვანცა ჯობავა, გამომცემელი;
- ნინო მაჭარაშვილი, გამომცემელი;
- მარიამ კასრაძე, გამომცემელი;
- ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი;
- ლევან ბერძენიშვილი, მწერალი;
- ლაშა ბუღაძე, მწერალი;
- ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი;
- ზურაბ პაპიაშვილი, მწერალი;
- ტორესა მოსი, მწერალი;
- ლუკა ბაქანიძე, მწერალი;
- ეკა ქევანიშვილი, პოეტი;
- შალვა ბაკურაძე, პოეტი;
- თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი;
- თინა ასათიანი, გამომცემელი;
- ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
- მაია ბადრიძე, მთარგმნელი;
- თამარ ლებანიძე, გამომცემელი;
- ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
- დავით რობაქიძე, პოეტი;
- ნესტან (ნენე) კვინიკაძე, მწერალი;
- ბათუ დანელია, პოეტი;
- შორენა შამანაძე, მთარგმნელი;
- ჯაბა ზარქუა, მწერალი;
- პაატა შამუგია, პოეტი;
- ნიკა სამუშია, მთარგმნელი;
- ნინო ოსეფაშვილი, მთარგმნელი;
- კატო ჯავახიშვილი, პოეტი;
- დალი იაშვილი, მთარგმნელი.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები