ბევრი ცნობილი ადამიანი ყვება, თუ რამდენად რთული იყო მისთვის განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობების დაწყება. გამონაკლისი არც ამერიკელი რეპერი ემინემი აღმოჩნდა.

Vulture-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეპერი ამბობს, რომ ის ხვდებოდა რამდენიმე ადამიანს, თუმცა არც ერთი ურთირთობის გასაჯაროების სურვილი არ ჰქონია. ინტერვიუს დროს მან ჟურნალისტს გაუმხილა, რომ ურთიერთობის დასაწყებად ის გაცნობის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებდა, მათ შორის, გეი აპლიკაცია Grindr-ს.

თუმცა, როგორც ირკვევა, ემინემს ვერც Tinder-მა და ვერც Grindr-მა ადამიანი ურთიერთობისთვის ვერ აპოვნინა.

"უბრალოდ, იქ სადაც ახლა მე ვარ, პაემნების დრო არაა", - უთხრა მან ჟურნალისტს.