ორი ათეული წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინსტიტუცია იქნებოდა. საფინანსო სექტორის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად კი ნამდვილად შეგვიძლია განვიხილოთ თიბისი ბანკი, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში 25 წელი შეუსრულდა. ჩვენ უკვე გადავხედეთ საქართველოსა და თიბისი ბანკის ერთობლივი ისტორიას. ამ წლების განმავლობაში, თიბისი ბანკის სახელს უკავშირდება კულტურის, ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის დარგში აარაერთი პროექტის განხორციელება. კომპანიამ 25 წლის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო, რომელმაც არაერთ ადამიანს გაუკვალა გზა წარმატებისკენ.

25 წლის იუბილეზე თიბისი ბანკმა ამ წლების განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები შეარჩია და საქართველოს ოთხ ქალაქში ავტობუსების გაჩერებებზე გამოფინა.

„ავტობუსების გაჩერება არ არის უბრალო ლოკაცია, ის საზოგადოების თავშეყრის ადგილია, სადაც ადამიანები გარკვეულ დროს ატარებენ,“ - ამბობს თიბისის ბანკის ბრენდისა და კრეატიული პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, კოკა ქამუშაძე.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

მართლაც, ავტობუსების გაჩერება ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა. სწორედ ეს იყო ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.

„ჩვენ გვსურდა, რომ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ფართო საზოგადოებისთვისაც გვეჩვენებინა და ამიტომ გადავწყვიტეთ ავტობუსის გაჩერებებზე გამოფენის მოწყობა“, - ამბობს კოკა ქამუშაძე.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

გაჩერებებზე გამოფენილია კულტურის შესახებ პირველი ქართული ტელევიზიის, არტარეას ვიზუალური გამოსახულებაც. არტარეა თიბისი ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც მრავალი ხელოვანის წარმატებასა და კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.

„არტარეამ, თიბისი ბანკთან ერთად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქართული კულტურის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ საჯარო ლექციებს, გამოფენებს, სხვადასხვა ტიპის გადაცემეს კინოზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე და სხვ. ჩვენ მიერ შექმნილი უდიდესი არქივი ქვეყნის ახალი საგანძურია, რომელიც თაობებს გადაეცემა“, - ამბობს არტარეას ხელმძღვანელი ტასო ჩხეიძე.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ავტობუსის გაჩერებებზე ფოტოკონკურს ქოლგაში გამარჯვებული ფოტოც მოხვდა. მისი ავტორი ახალგაზრდა ლუიზა ჩალათაშვილია, რომელსაც მობილური ფოტოგრაფია იზიდავს. ლუიზა უკვე წლებია თავის გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამის გვერდზე ათავსებს. მისი ონლაინ აუდიტორია 22 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. ფოტოგრაფმა ქოლგაში მონაწილეობა 2016 წელს გადაწყვიტა და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებაც მოიპოვა. მისმა ნამუშევარმა კი, ონლაინ სივრციდან, ქუჩაშიც გადაინაცვლა.

„ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ხელოვნება გადის ჩაკეტილი სივრციდან და ყოველდრიუღ ცხოვრებაში, ქუჩაში ინაცვლებს. არტისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ნამუშევრები გასცდნენ საგამოფენო დარბაზებს და ფართო აუდიტორიას დაენახონ. ვფიქრობ, ეს ქუჩაში გამვლელებისთვისაც ძალზედ საინტერესო უნდა იყოს, რადგან ხელოვნების ნამუშრები ასე ყოველ ნაბიჯზე არსად არ გვხვდება“, - ამბობს ლუიზა ჩალათაშვილი.

მისი სხვა ნამუშევრების ნახვა ინსტაგრამის გვერდზეც შეგიძლიათ.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თიბისი ბანკის სახელს უკავშირდება, პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაციაა. ქართველი მხატვრის ნამუშევრების აღდგენა თიბისი ბანკმახელოვნების სასახლესთან ერთად დაიწყო და უნიკალური ნახატების გამოფენა თიბისი გალერეაში მოაწყო. გამოფენაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პეტრე ოცხელის ნამუშევრების აღდგენა კულტურისა და ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პეტრე ოცხელის ნამუშევრები გარეთ გამოსულიყო და ფართო საზოგადოებას ენახა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიკვეხნით დამთვალიერებლის იმ რაოდენობით, როგორც ეს დასავლეთშია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ადამიანებისთვის უფრო ახლო და ნაცნობი გახდეს ხელოვნება, ამისთვის კი ავტობუსებზე პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“, - ამბობს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

თიბისი ბანკი 1992 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა, 2017 წელს კი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში თიბისი ბანკი წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რასაც მისი მიღწევებიც ადასტურებს.