ოხერხებული საბანკო მომსახურებები, ინტერნეტ სერვისები, ონლაინ შოპინგი, საჯარო ინფორაციასთან ონლაინ წვდომა და ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით ხორციელდება, სინამდვილეში დიდ ყურადღებასა და დაცვას საჭიროებს. ერთი შეცდომა და შესაძლოა სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ გაწეული შრომა წყალს გაყვეს, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სერვისის გარეშე დავრჩეთ და სხვა მხრივაც ვიზარალოთ.

21-ე საუკუნეში, რომელიც ფაქტობრივად ელექტრონული სერვისების ერად იქცა, ინფორმაციის დაცულობა და სისტემის შეუფერხებლად მუშაობა უდიდესი გამოწვევა გახდა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია კიბერშეტევები ისეთ კომპანიებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ინფორმაციას ინახავენ ელექტრონულად. ამის მაგალითია ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი (NHS), რომელსაც გასულ ზაფხულს კიბერჯოჯოხეთი დაატყდა თავს. გახსოვთ, ჰაკერებმა 2012, 2013 და 2014 წელს Yahoo-ს მომხმარებლების პირადი მონაცემები რომ მოიპარეს? ან კიდევ, 2008 წელს ა.შ.შ-ს შეიარეღებული ძალების კომპიუტერები რომ დაჰაკეს? - დიახ, ეს ყველაფერი კიბერდანაშაულის სახეა და მასთან ბრძოლა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

თუ თქვენი კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება მხარდაჭერის მიზნით, მაღალი დონის დამოკიდებულება ელექტრონულ პროცესებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ კომპანიაში შესაძლოა არსებობდეს არაკეთილსინდისერი თანამშრომელი, მაშინ მშვიდად ყოფნის საფუძველი არ გაქვთ. თქვენ პოტენციური კიბერშეტევის მსხვერპლი ხართ, ასე რომ აუცილებლად გმართებთ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან?

ცოდვა გამხელილი სჯობს და, სინამდვილეში კიბერშეტევებისგან სრულყოფილი თავდაცვის საშუალება კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. არსებობს ერთადერთი გზა - ჰაკერული თავდასხმებისგან მიღებული ზიანის დაზღვევა. თუ თქვენი კომპანიის სისტემას კიბერშეტევის შედეგად მიადგება ზიანი, თუ არ გაქვთ დაზღვეული, ზარალის ანაზღაურებამ შეიძლება გაკოტრებაც კი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, დღეს ბიზნესმენები კიბერდაზღვევის გზებს ეძებენ. ამერიკაში სადაზღვევო კომპანიებისთვის საუკეთესო პროდუქტების შექმნა მთავარი მოტივაციაა. ტენდენცია დასავლეთ ევროპაშიც გავრცელდა, სადაც ჰაკერული თავდასხმები არც თუ ისე ახალი მოვლენაა.

საქართველოში რა არჩევანი გვაქვს?

ადაზღვეო კომპანია ალდაგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოშიც შეექმნა კიბერდაზღვევის პროდუქტები. ალდაგი პირველია, რომელიც კლიენტებს სრულყოფილ სადაზღვეო დაფარვას სთავაზობს. კიბერდაზღვევა ის პროდუქტია, რომელიც გაცილებით უფრო დაცულს გახდის როგორც კომპანიებისა და საჯარო სექტორის საქმიანობას, ასევე მომხმარებლების უფლებებსაც.

"ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთხელ დაფიქსირდა კიბერშეტევების შემთხვევები და სხვადასხვა კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც კომპანიებს მსგავსი შემთხვევებისგან მიღებული ზარალის თავიდან აცილებაში დაეხმარებოდათ", - ამბობს ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი დავით ეჯიბია.

კიბერდაზღვევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ის ფაქტობრივად ყველანაირი რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს როგორც ჰაკერული თავდასხმები, ისე შემთხვევითი დაზიანება და ადმინისტრაციული ან ოპერაციული შეცდომები. მაგალითისთვის, თუ თქვენი კომპანიის კომპიუტერები ან სისტემები ფიზიკურად დაზიანდა ან უბრალოდ განადგურდა, თანაც ისე, რომ მასში ციფრული მონაცემების წაკითხვა შეუძლებელი ხდება, ალდაგის კიბერდაზღვევა უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას.

ჩვენ ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის პრობლემებთან შეგვიძლია გამკლავება - დავით ეჯიბია

კომპანიებში ადამიანები მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანური შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. კიბერდაზღვევა მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც კი აზღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ზარალი მინიმუმამდეა დაყვანილი.

კიბერშეტევებისას როგორ მუშაობს ალდაგის დაზღვევა?

ველაზე დიდი ზარალი კი, რაც მთავარია, კიბერშეტევებსა და ჰაკერულ თავდასხმებს მოყვება ხოლმე. ამ დროს ზარალი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა კომპანიის გაკოტრებაც კი გამოიწვიოს. ცოტა ხნით სცენარის ყველაზე ცუდ განვითარებას შევეშვათ და თანამედროვე ჰაკერულ ტრენდზე ვისაუბროთ. ბოლო რამდენიმე წელია ჰაკერებში ე.წ „გატაცების“ ტენდენცია გავრცელდა. ამ დროს ჰაკერები იპარავენ კომპანიის სერვერზე არსებულ ელექტრონულ ინფორმაციას, ბლოკავენ სისტემებს და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასყიდს ითხოვენ. გამოსასყიდი თანხა ცვალებადია და ზოგჯერ ისეთ რაოდენობაზეა საუბარი, რომ კომპანიები შავ დღეში ვარდებიან.

ამ დროს ალდაგი, თავის პარტნიორებთან, Lloyd's-ის სინდიკატებთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ალდაგმა შეიძლება ე.წ. „გამოსასყიდის“ თანხის გადახდაც უზრუნველყოს, რათა კლიენტს დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

"ჩვენ ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის პრობლემებთან შეგვიძლია გამკლავება", - ამბობს დავით ეჯიბია.

დავუბრუნდეთ ჰაკერული თავდასხმისგან გამოწვეული ზიანის ყველაზე ცუდ სცენარს. ვთქვათ, კიბერთავდასხმის შემდეგ თვქვენმა კომპანიას შეწყვიტა მუშაობა, რა უნდა გააკეთოთ? პასუხი მარტივია მაშინ, როცა ალდაგის კიბერდაზღვევით სარგებლობთ. ალდაგი აგინაზღაურებთ იმ ზიანს, რომელსაც კომპანიის მუშაობის შეწყვეტა გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ ის მოგება, რომელიც მუშაობის პროცესში უნდა მიგეღოთ, აგინაზღაურდებათ და ამის პარალელურად, ალდაგი პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნებს.

სადაზღვევო პაკეტის შედგენა შესაძლებელია თქვენი კომპანიის საჭიროებისამებრ, ნებისმიერი კონფიგურაციით. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, თქვენ თავად ადგენთ, თუ რა სახის რისკების დაზღვევა გსურთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებთ თანამშრომლობას. ეს არის საუკეთესო გზა, რომ თქვენი კომპანია თანამედროვეობის ყველაზე გავრცელებული პრობლემებისგან დაიცვათ.

გამოდის, რომ თუ ალდაგის კიბერდაზღვევის სერვისს შეიძენთ, თქვენი კომპანია უბრალოდ დაზღვევას კი არ მიიღებს სანაცვლოდ, არამედ საიმედო და გამოცდილ პარტნიორსაც შეიძენს.