ნიჭიერი ერი რომ ვართ და ვოკალური მონაცემებით გამოვირჩევით, ეს მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ. ეგ კი არა, 40 წლის წინ, კოსმოსსაც მივაწვდინეთ ხმა.

თუმცა სადაც ქართველს ვახსენებთ, ყველგან იდეალურ ვოკალურ მონაცემებს და სასიამოვნო ხმის ტემბრს არ უნდა ელოდოთ.

ემოციურები, რომ ვართ და დამალვა გვიძნელდება, ესეც ვიცით, და მითუმეტეს, ნიჭიერში ისეთები ხდებოდა, რომ ემოციების ან ხმის ტემბრის კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელი გახდა.

თან არაერთხელ. ნეტა ჟიურის წევრებს ხმის იოგების დაზღვეული თუ აქვთ?

იოგებთან ერთად, ემოციების დაზღვევაც არ იქნება ურიგო, როგორც ჩანს ნომრები გულთან ახლოს მიაქვთ.

მგონი, დროა კონკურსანტებს რუსკას ემოციებზე ზრუნვა მოვთხოვოთ.

თან სასწრაფოდ!

პირველი ლედიც კი ნიჭიერის ენაზე ალაპარაკდა.

ამ ამბავს თქვენც სტეფანესავით განიცდით?

იმედია კეთილ ხუმრობად ჩაგვითვლიან და არ გვეტყვიან, რომ შენიშვნას მხოლოდ იმათგან მიიღებენ ვინამაც გაზარდა. თუ არა და ამ შემთხვევისთვისაც გვაქვს პასუხი:

მანამდე კი არ დაგავიწყდეთ, რომ ნიჭიერი დასასრულს უახლოვდება. სულ მალე ფინალურ შეჯიბრს ვიხილავთ და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ ადამიანს გამოვავლენთ. თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

ასევე ნახეთ: