ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ შეძლებენ. ბავშვები უსასყიდლოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო და ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა:

  • ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს;
  • კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია;
  • დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია;
  • ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს;
  • ჩაქვი კი, ტურისტულად აქტიური რაიონია.

საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. უმეტეს სოფლებსა და რაიონებში ცენტრები ყველაზე თანამედროვე შენობებია, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით.