ბერლინის 68-ე კინოფესტივალისთვის მზადება ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. უკვე ვიცით, რომ 2018 წელს ბერლინალეს ჟიურის Run Lola Run, Cloud Atlas-ისა და A Hologram for the King-ის რეჟისორი ტომ ტიკვერ უხელმძღვანელებს, ფესტივალიზე შედგება უეს ანდერსონის ახალი ფილმის, Isle of Dogs პრემიერა და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინალე ანიმაციური ფილმით გაიხსნება.

ახლახანს ცნობილი გახდა ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების ნაწილიც.

Don't Worry, He Won't Get Far on Foot (აშშ)

რეჟისორი: გას ვან სენტი
მთავარ როლებში: ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ჯეკ ბლექი.

Dovlatov (რუსეთი, პოლონეთი, სერბეთი)

რეჟისორი: ალექსეი გერმანი
მთავარ როლებში: მილან მარიკი, დანიელა კოზლოვსკი, ელენა ლიადოვა.

Eva (საფრანგეთი)

რეჟისორი: ბენუა ჟაკო
მთავარ როლებში: იზაბელ იუპერი, გასპარ ულიე.

Daughter of Mine (იტალია, გერმანია, შვეიცარია)

რეჟისორი: ლაურა ბისპური
მთავარ როლებში: ვალერია ჯოლინო, სარა კასუ.

In den Gangen (გერმანია)

რეჟისორი: ტომას სტუბერი
მთავარ როლებში: ფრანც როგოვსკი, სანდრა ჰულერი, პიტერ კურცი.

My Brother's Name Is Robert and He's an Idiot (გერმანია)

რეჟისორი: ფილიპ გრონინგი
მთავარ როლებში: ჯოზეფ მატესი, ჯულია ზანგე, სტეფან კონარსკი.

Twarz (პოლონეთი)

რეჟისორი: მალგოჟატა შუმოვსკა
მთავარ როლენში: მატეუს კოსკიუკვიჩი, აგნესშკა პოდიდალიკი.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.