2017 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის ნაწილში კლებაა. წელს, ივლის-სექტემბერში მშპ-ს ზრდა 4,4 პროცენტი იყო, სოფლის მეურნეობაში კლება კი - 2,8 პროცენტი. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 9 941,6 მლნ. ლარს გაუტოლდა.

ზრდა იყო შემდეგ დარგებში:

  • სასტუმროები და რესტორნები 12,6%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა 10,6%;
  • მშენებლობა 9,3%;
  • ვაჭრობა 9,3%;
  • საფინანსო საქმიანობა 7,2%;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 6,3%;
  • სახელმწიფო მმართველობა 5,1%;
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება 5%;
  • კავშირგაბმულობა 4,9%.