ჯეიმს კამერონის ტიტანიკიდან 20 წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა იმაზე, შეეძლო თუ არა როუზს ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის გადარჩენა და იყო თუ არა ჯეკის ადგილიც იმ "ტივზე", რომელმაც ქეით უინსლეტის გმირი იწვა.

ამ სცენამ, 11 წლის კანადელ მსახიობ, ჯეიკობ თრამბლზე და მისი დებზეც დიდი გავლენა მოახდინა და საბოლოოდ მათ საკუთარი ვერსია გადაიღეს, სადაც მოვლენები კვლავ კამერონის ტიტანიკის სცენარის მსგავსად ვითარდება.

როუზის როლს ჯეიკობის უმცროსი და - ემა ასრულებს, ჯეკი კი "საოცრების" მსახიობი ჯეიკობ თრამბლია. 1-წუთიანი ვიდეო მათი უფროსი დის, ერიკა თრამბლის, გადაღებულია.

"ეს ისეთი საყვარელია, კინაღამ ავტირდი" - წერს ერთ-ერთი ფანი ვიდეოს კომენტარებში.