კრიპტოვალუტით ნაშოვნი მესამედი მილიონი - ირმა ნადირაშვილის ოჯახის ქონება
თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა 2017 წლის 2 ოქტომბერს შეავსო, აღნიშნულია, რომ დეპუტატი და მისი ქმარი კაპიტალს ელექტრონულ ვალუტაში აბანდებენ. დეკლარაციის მიხედვით, ნადირაშვილის ქმარს, დავით დაღელაშვილს, 15 Bitcoin და 107 ათასი Onecoin აქვს, პირადად ოპოზიციონერ დეპუტატს კი - 100 ცალი Etherium.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნადირაშვილის ქმარს ბიტკოინი 2016 წელს, იმ დროს შეუძენია, როცა ერთი ცალის ღირებულება $700 იყო. 18 დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინი მას შემდეგ, დაახლოებით, 27-ჯერ გაძვირდა და $19 ათასს აღწევს. შესაბამისად, 2016 წელს $10 500-ად ნაყიდი ბიტკოინის ჯამური ღირებულება ახლა $285 ათასია.
რაც შეეხება ეთერიუმს, როცა ირმა ნადირაშვილმა ის იყიდა, ერთი ცალი ერთი დოლარი ღირდა, ამჟამად კი მისი ღირებულება $720-ს აღწევს. შესაბამისად, გასულ წელს $100-ად ნაყიდი ეთერიუმის ფასი ახლა $72 ათასია.
იმ კრიპტოვალუტებს შორის, რომელსაც ნადირაშვილის ოჯახი ფლობს, უანქოინი ყველაზე იაფფასიანია - ერთი ერთეული $0,000866 ღირს.
ირმა ნადირაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ კანონი დეკლარაციაში კრიპტოვალუტის ჩაწერას არ მოითხოვს, თუმცა ეს მისი პირადი სურვილი იყო:
"პარტიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ვთხოვე, რომ დეკლარაციების ბიუროში გაევლო სპეციალურად დეკლარაცია და მათ მიეთითებინათ, სად შემეძლო, რომ ჩამეწერა იმ კრიპტოვალურის თაობაზე, რომელიც მე მქონდა. ამ კონსულტაციების შემდეგ მითხრეს, რომ შემიძლია ჩავწერო ფასიან ქაღალდებში".
ნადირაშვილის განმარტებით, ის, რომ პირველი დეპუტატია, რომელმაც დეკლარაციაში კრიპტოვალუტის შესახებ მიუთითა, არ ნიშნავს, რომ ერთადერთია, რომელიც მას ფლობს.
"კარგად იცით კრიპტოვალუტის ბუნება, ძნელია მოიძიო, ვის აქვს და ვის - არა. მიმაჩნია, რომ თუ დეკლარაცია უნდა ასახავდეს საჯარო მოხელის ქონებას, მაშინ დეკლარაციების ფორმა არის შესაცველი".
დეპუტატი ამბობს, რომ კრიპტოვალუტით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებს, მათ შორის, შვილის განათლების დასაფინანსებლად.
უფრო მეტი კრიპტოვალუტის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები