შუახმელეთის ლეგენდის ნახვა სულ მალე სერიალის სახით შეგეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა Amazon-მა და თქვა, რომ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზი ვერსიის გადაღების უფლებები მოიპოვა.

"ბეჭდების მბრძანებელი - კულტურული ფენომენია, რომელიც წიგნებისა და ფილმების გულშემატკივრებს შეუდარებელ სამყაროში აცხოვრებს. მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავი ნაწარმოების ახალ ვერსიაზე ვიმუშავებთ და გულშემატკივრებს მის სატელევიზიო ვერსიას შევთავაზებთ", - ამბობს Amazon-ის წარმომადგენელმა შერონ ტალ იგუადო.

ამ ამბავს გამოეხმაურა მსახიობი იან მაკკელენი, რომელიც საკულტო წიგნის ეკრანიზაციაში გენდალფის როლს ასრულებს და სურვილი გამოთქვა, რომ სერიალშიც მან ითამაშოს ეს როლი.

"ჩემთვის არავის შემოუთავაზებია სერიალში გენდალფის როლის თამაში, მაგრამ თუ ასეთი შემოთვაზება იქნება, მე თანახმა ვარ", - ამბობს მაკკელენი.

როგორც ცნობილია, კომპანია რამდენიმე სეზონის გადაღებას გეგმავს.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ამაზონმა ეს გადაწყვეტილება HBO-ს საკულტო სერიალის, სამეფო კარის თამაშების წარამტების შემდეგ მიიღო და ფიქრობენ, რომ ბეჭდების მბრძანებელი, დიდი ალბათობით, მაყურებელს იმ დანაკლისს შეუვსებს, რომელიც GOT-ის დასრულების შემდეგ გაჩნდება.