გასულ კვირას ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის 2018 წლის ნომინანტები დაასახელა.

ნეტფლიქსის პოპულარულმა სერიალმა, Stranger Things, წელს საუკეთესო სერიალის ნომინაცია მიიღო. გარდა ამისა, მსახიობი დევიდ ჰარბორი კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის წარადგინეს ოქროს გლობუსზე.

ეს ჰარბორისთვის ოქროს გლობუსის პირველი ნომინაციაა, რომელმაც ისე გაახარა, რომ საჯარო პირობაც დადო.

"თუ ოქროს გლობუსის ასაღებად ბევერლი ჰილტონის სცენაე მე ავალ, ჰუპერის ცეკვას კიდევ ერთხელ შევასრულებ", - თქვა მსახიობმა.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას წელს 7 იანვარს გაიმართება, რომელსაც Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.