ავსტრიის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების გაუქმებისთვის აქტიურად მუშაობას აპირებს. ამის შესახებ მომავალი მინისტრთა კაბინეტის 2017-2022 წლების სამოქმედო გეგმაში არის გაწერილი, წერს TASS.

ისინი აპირებენ, რომ სანქციებისა და უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული დაძაუბლობა გაანეიტრალონ.

"ავსტრია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ასევე, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის განეიტრალების პოლიტიკა გააძლიეროს".

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელის სამიტზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაგრძელდებოდა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპარლამენტმა რუსეთის მიმართ ფინანსური და ენეგრეტიკული საქნციები გატარდა.