ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ The Wrap წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახიც მოხვდა, ია შუღლიაშვილის თამაშს კი გამოცემამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება უწოდა.

წლის საუკეთესო ფილმებს შსორის გამოცემამ ისეთი კინოსურათები დაასახელა, როგორებიც არის - Dunkirk, Get Out, The Shape of Water, Lady Bird, Call Me By Your Name და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ერთდერთი ქართული ფილმია, რომლის დისტრიბუციის უფლებაც ნეტფლიქსმა შეიძინა.

უფრო ვრცლად: ჩემი ბედნიერი ოჯახი.