ნებისმიერი სახლის აშენება დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს, თუმცა ზოგი მშენებელი იმაზე მოხერხებულია ვიდრე სხვები, რადგან საკუთარ საქმეს არც მეტი, არც ნაკლები რობოტს აკეთებინებს.

საქმე ის არის, რომ ახალი უკრაინული სამშენებლო სტარტაპი PassivDom, იყენებს რობოტს, რომელიც სახლის ასაშენებლად საჭირო ნაწილებს 3D პრინტერით ბეჭდავს.

ინოვაციური მანქანა კედლებს, სახურავსა და იატაკს მინიმალურ დროში, 8 საათში აწყობს. ხოლო ფანჯრებს, შიდა და მთავარ კარებს, წყლისა და ელექტრო გაყვანილობებს მოგვიანებით ამონტაჟებენ.

ფოტო: Passivdom

თანამედროვე ტექნოლოგიით აშენებული სახლები მზისგან მიღებული ელექტროენერგიითა და წყლის ჭაბურღლით სრულიად დამოუკიდებელია გარე სამყაროსგან, რაც მისი მფლობელისთვის დამატებითი კომფორტია. შენობის ინტერიერი და ექსტერიერი კი მინიმალისტური და პრაქტიკულია.

ფოტო: Passivdom

სამშენებლო კომპანიამ საქმიანობა 2017 წელს დაიწყო, მიუხედავად ამისა, მხოლოდ აშშ-ში, $64 ათასად შეფასებული 8 ათასი ასეთი სახლის შეკვეთა უკვე მიიღო.