მსოფლიო პრემიერამდე ერთ დღით ადრე ქართულმა კინოთეატრებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ვარსკვლვური ომები: უკანასკნელი ჯედაის პრემიერა მოგვიწყვეს. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოში პირველი Dolby Atmos-ის კინოთეატრი გაიხსნა და მისი გამოცდისთვის საკმაოდ კარგი მიზეზიც გაჩნდა.

ვარსკვლავური ომების ახალი ტრილოგიის პირველი ნაწილის გამოსვლიდან ორწლიანი ლოდინისა და Rogue One-თ გამოწვეული იმედგაცრუების შემდეგ, დარბაზის სავარძელში ჩავჯექი და მოვირგე (პირდაპირი მნიშვნელობით მოვირგე) და მოუთმენლად ველოდი 40-წლიან შეუცვლელ დასაწყისს: A long time ago in a galaxy far, far away (დიდი ხნის წინ გალაქტიკაში ძალიან, ძალიან შორს).

აქვე მინდა აღვნიშნო: NO SPOILERS!!!

თავისი ვიზუალით, რეჟისურით, ოპერატორული ნამუშვერით, სცენარით, ხმის მონტაჟით - ყველაფერი ეს ვარსკვლავური ომების ტრადიციასაც იმეორებს და ამ ლეგენდარულ ფრენჩაიზს ახალ ხიბლსაც სძენს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმი კარგ ხარისხში დიდ ეკრანზე ნახოთ, რადგანაც, დამიჯერეთ, ასეთი გალაქტიკა თვქენ არასდროს გინახავთ. ჯონ ვილიამსის შეუცვლელი მუსიკა კი პირდაპირ ტანში გივლის და ჟრუანტელს გგვრის.

მეცხრე ეპიზოდის მუსიკა ჯერ არ გავრცელებულია, ამიტომ წინა სერიის მუსიკას შემოგთავაზებთ აქ.

ძალის გამოღვიძება თუ ახალი ტრილოგიის წარმატებული განაცხადი იყო, უკანასკნელი ჯედაი უკვე ზრუნავს იმაზე, რომ უფრო ღრმად ჩაგახედოთ პერსონაჟებში, მათ მოტივაციებსა და სურვილებში.

ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის შეცნობას ეთმობა. დარწმუნებული ვარ, რომ ფრენჩაიზის მუდმივ მაყურებელს გაუხარდა, რომ ძალა გარესამყაროსთან სულიერი და გონებრივი კავშირი უფრო მეტადაა, ვიდრე ბიოლოგიური ფაქტორი.

მერვე ეპიზოდის ყველა პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია და მათი ყოველი წვრილმანი გადდაადგილებაც კი სიუჟეტის განვითარებასა ემსახურება. საშუალება გვეძლება, თითოეულ მათგანზე ახალი დეტალები გავიგოთ და ზოგიერთი უფრო მეტად შევიყვაროთ ან, პირიქით, ანტიპათია გაგვიჩნდეს.

სცენარისტებმა იზრუნეს იმაზე, რომ მაყურებელს სიხარული, შიში, სიბრაზე, ბრძოლისთვის მზადყოფნა, იმედგაცრუება და დანაკარგი ერთდროულად განეცადა. სავარძელში გადაწოლილმა დარბაზმა არაერთხელ წამოიყვირა, შეკივლა, ცრემლები მოიწმინდა, ტაში დაუკრა და იცინა.

May the force be with you!