თბილისში სასტუმრო "მეტეხის" ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს ერთი მუშა გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დროს, რომელსაც შპს დეკო აწარმოებდა, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

მერიის თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, ასევე, დაწყებულია გამოძიება.