2017 წლის 21 იანვარს, ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ლეგენდარულ ტელეწამყვანს, მსახიობსა და პროდიუსერს ოპრა უინფრის სესილი დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს გადასცემენ.

"ოპრა უინფრის ამ ჯილდოს როგორც გლობალურ მედია ლიდერს, ქველმოქმედს, პრდოსიუსერსა და მსახიობს გადავცემთ. მისი დამსახურებით ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო ერთმანეთთან უფრო დაახლოვდნენ და დღეს, ოპრა ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და დაფასებული პიროვნებაა", - ნათქვამია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციაში.

ოპრა უინფრის აქამდე საპატიო ოსკარიც აქვს მიღებული.

პირველად ეს ჯილდო 1952 წელს გაიცა რეჟისორ სესილ დემილიზე, რომლის სახელიც მოგვიანებით ეწოდა საპატიო გლობუსს.

სესილ დემილის სახელობის ოქროს გლობუსის მფლობელები თავის დროზე ისეთი კინოხელოვანები გახდნენ, როგორებიც არიან: უოლტ დისნეი, ჯოან კროუფორდი, გრეგორი პეკი, ალფრედ ჰიჩკოკი, ბეტ დევისი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი და ჯოდი ფოსტერი.

შარშან ეს ჯილდო ლეგენდარულმა მერილ სტრიპმა მიიღო.